მე-9, მე-10 და მე-11 კლასში მისაღები გამოცდა

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 24 აგვისტოს კომაროვის სკოლაში (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N49) ჩატარდება მე-9, მე-10 და მე-11 კლასში მისაღები გამოცდა.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მშობლებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ შემდეგი წესები:

1.     მოსწავლეს ჰქონდეს და ეკეთოს პირბადე;

2.     სასურველია, ჰქონდეს წყალი პლასტმასის ბოთლით;

3.     მოსწავლეს ჰქონდეს საწერი კალამი და 12 ფურცლიანი რვეული შავი სამუშაოსთვის;

4.     მშობელი არ დაიშვება სკოლის ტერიტორიაზე;

5.     ვინც მოსწავლეს მოიყვანთ მაქნანით, ნუ ეცდებით მანქანის დაყენებას მაინცდამინც სკოლის წინ, დატოვეთ მიმდებარე ტერიტორიაზე (ვაჟა-ფშაველას გამზირი ან კვარტლები) და მოსწავლე მოიყვანეთ ფეხით.

6.     ნუ შეჯგუფდებით სკოლის ჭიშკრის წინ, რადგან მოსწავლეებს ხელი არ შეეშალოთ შემოსვლასა და გასვლაში.

7.     აუცილებლად გეკეთოთ პირბადე.

8.     დაიცავით დისტანცია.

9.     წაიკითხეთ და მოსწავლეებს გააცანით გამოცდაზე ქცევის წესები (ცხადია, დამკვირვებელიც გააკეთებს იგივეს).

 

ადგილზე რეგისტრაცია დაიწყება 08.15-დან.

 

საკონკურსო პირობები, ბილეთის სტრუქტურა და გამოცდაზე ქცევის წესები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ რელიზში. 


არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, იმ მოსწავლეებისათვის, ვისაც დაუდასტურდა კორონავირუსი, დაინიშნება გამოცდა 8 სექტემბერს. 8 სექტემბრის ტესტი იქნება განსხვავებული სტრუქტურის. 8 სექტემბრის გამოცდაზე გამოსული მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის პირობები განისაზღრება სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის წარდგინებით.

8 სექტემბერს დანიშნულ გამოცდაზე გამოვა მხოლოდ ის მოსწავლე, რომელიც დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:

ა) დარეგისტრირებულია 24 აგვისტოს დანიშნულ მისაღებ გამოცდაზე;

ბ) არ გამოცხადდება 24 აგვისტოს გამოცდაზე.

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუდასტურდა COVID-19 2021 წლის 9-24 აგვისტოს პერიოდში, რაც ასახული უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზაში.

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას!


ზემოთ